დავითგარეჯის საქმე

ბაქრაძე დავითგარეჯის საქმეზე: კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რატომ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება

ეს არის საქმე, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რატომ უნდა შეიცვალოს ეს ქვეყანა და რატომ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს, იმიტომ, რომ მოდი, გავიხსენოთ წინა არჩევნები. ქართულ ოცნებას ძალიან უყვარს სიტყვა "ხელწერა". 

მაგალითად, გავიხსენოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ერთი ამბავი იყო ატეხილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე და გამოძიებაზე, როდესაც დაიჭირეს აბსოლუტურად პატიოსანი ადამიანი, ექსპერტი, რომელსაც ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და შემდეგ ამათმა სასამართლომაც კი გაამართლა, ოღონდ ის ადამიანი ციხეში ყოფნამ ფიზიკურად გადაიყოლა, ვეღარ გაუძლო. არჩევნები დასრულდა თუ არა, ზუსტად მაშინვე დასრულდა ქართული ოცნების ინტერესი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, ბარბარე რაფალიანცის საქმე 2012-ში, ასეთივე აჟიოტაჟი, 8 წელი გავიდა და აბსოლუტურად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.

ამიტომ, პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს და აწუხებს საკუთარი სკამის გარდა.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ამის შესახებ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ.

კომენტარები