იუსტიციის სახლი

თაღლითური სქემა – უცხოელები ჩივიან, რომ იუსტიციის სახლთან წინასწარი ჯავშნებით ვაჭრობენ

Facebook - Public Service Hall / იუსტიციის სახლი

ერთერთ Telegram-არხზე, სახელწოდებით Тбилиси для людей и про людей, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველ რუსულენოვან ადამიანებს სხვადასხვა რჩევას უზიარებენ, წერენ, რომ იუსტიციის სახლებში დაჯავშნის სისტემით თაღლითური სქემაა შექმნილი. 

Тбилиси для людей и про людей-ს ადმინისტრატორი არხზე წერს, რომ თბილისში იუსტიციის სახლებთან დგანან ადამიანები, რომლებსაც ერთი თვით ადრე თითქმის ყველა თარიღი აქვთ დაჯავშნილი და შემდეგ ამ დროს 60 ლარად ყიდიან. იუსტიციის სახლში წინასწარი ონლაინ დაჯავშნის სისტემა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ამოქმედდა. 

"სქემა შემდეგნაირია: მიდიხარ მათთან, მოელაპარაკები და ისინი უარს ამბობენ თავიანთ ჯავშანზე, თქვენ კი გექმნებათ შესაძლებლობა, რომ სწრაფად დაჯავშნოთ იმ დროს ვიზიტი. აი, ასეთი ისტორიაა. მზიან IT-ქვეყანაში დეველოპერებმა პროგრამულად არ დააყენეს შესაბამისი შემოწმება, რომ შეზღუდული ყოფილიყო ჯავშნების რაოდენობა თითოეულ ადამიანზე". – წერია არხზე.

არხის ადმინისტრაცია გამომწერებს მოუწოდებს, რომ იუსტიციის სახლს თაღლითური სქემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. 

ტაბულა დაუკავშირდა იუსტიციის სახლის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხს არკვევენ. პასუხს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები