დავითგარეჯის საქმე

ჯაფარიძე მელაშვილზე: მოგ***ანთ მართლმსაჯულების რეფორმის ყველა ტალღა

ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ენაზე მარტო გინება მადგება. მოგ***ანთ მართლმსაჯულების რეფორმის ყველა ტალღა, რომელიც იმით მთავრდება, რომ ასეთ ადამიანს [ივერი მელაშვილს] უშვებს ციხეში. 

31 ოქტომბერს ტ**კი აწიეთ ყველამ და ვისაც გინდათ, იმას მიეცით ხმა, გარდა იმ ნაძირლებისა, რომლებიც ასეთ ადამიანს წირავენ, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგონ.

სულ რომ უვარგისი იყოს მთელი ოპოზიცია, სულ რომ ერთმანეთი დაჭამონ ფულისთვის, ადგილების და ძალაუფლებისთვის, იმას მაინც მივაღწევ, რომ ეს დედააფეთქებული საბჭოთა სასამართლო და პროკურატურა დავაშლევინო აგურ-აგურ.

გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ასე გამოეხმაურა საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის სიტყვას, რომელიც მან სასამართლო სხდომაზე წარმოთქვა. 8 ოქტომბერს ივერი მელაშვილს კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვასთან ერთად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

კომენტარები