Apple & Telegram

Apple-მა Telegram-ს სამართალდამცველების პირადი ინფორმაციის შემცველი პოსტების წაშლა მოსთხოვა

პაველ დუროვი

Apple-მა Telegram-ს სამი არხის სოციალური ქსელიდან სამართალდამცველების პირადი ინფორმაციის შემცველი პოსტების წაშლა მოსთხოვა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა TJournal-თან ისაუბრა. 

Apple-ში დაადასტურეს, რომ დაუკავშირდნენ Telegram-ს და სთხოვეს, წაეშალათ კონკრეტული პოსტები, რომლებიც ადამიანების პირად ინფორმაციას მათი თანხმობის გარეშე ასაჯაროებდნენ, რაც App Store-ის წესებით აკრძალულია. Telegram-ის დამფუძნებლის დუროვის თანახმად, Apple-ი თვლის, რომ სამართალდამცველების პირადი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება ძალადობის წამახალისებელი გახდეს.

მანამდე Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხადა, რომ Apple-მა Telegram-ს სამი არხის წაშლა მოსთხოვა.

Karateli Belarusi (ბელარუსის დამსჯელები), Chat Gruppy Karateli (დამსჯელების ჯგუფის ჩათი) და VSE NARUSHENIYA (ყველა დარღვევა)

Telegram-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ თავად ურჩევნია, არხები არ წაიშალოს, მაგრამ Apple-ი სოციალურ მედიას არჩევანის თავისუფლებას არ უტოვებს.

არხები სავარაუდოდ iOS სისტემაზე დაიბლოკება, თუმცა სხვა სისტემების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი დარჩება.

ბელარუსის ოპოზიციური Telegram არხები სამართალდამცველების პირად ინფორმაციას სექტემბრის დასაწყისიდან ავრცელებენ. არხების დამფუძნებლები თვლიან, რომ იდენტიფიცირების საფრთხე პოლიციას ხელს შეუშლის, დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენოს. ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა ოპოზიციურმა არხმა NEXTA-მ უკვე გაასაჯაროვა ათასობით სამართალდამცველის პირადი ინფორმაცია.

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი უკვე რამდენიმე თვეა, რაც Apple-ს უპირისპირდება. ივლისის ბოლოს დუროვმა საჯაროდ გააკრიტიკა Apple-ი App Store-ში დეველოპერებისთვის 30%-იანი გადასახადის დაწესებისთვის. მოგვიანებით დუროვმა Apple-ს ევროკავშირის კომისიაშიც უჩივლა.

კომენტარები