რუსეთში კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტების ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრები დააკავეს. 8 ოქტომბერს დააკავეს ჯგუფის აქტივისტი, მარია ალიოხინა, მანამდე კიდევ ერთი წევრი, ვერონიკა ნიკულშინა, დააკავეს.
Meduza წერს, რომ დაკავებები, სავარაუდოდ, უკავშირდება 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეზე, სამთავრობო შენობებზე Pussy Riot-ის წევრების მიერ ლგბტ დროშების დაკიდებას.
აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, არტიომ რადიგინი, FSB-ს შენობაზე ლგბტ დროშის აღმართვას აშუქებდა, არასანქცირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო ის დააკავეს. რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა მას მობილური ჩამოართვეს და არ დაუბრუნეს.
Pussy Riot-ის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ Sota-ს კორესპონდენტი, დენის სტიაჟკინიც, დააკავეს.
ამავე ღამეს, სამართალდამცავებმა Pussy Riot-ის აქტივისტები, ვასილ ანდიანოვი და ელიზავეტა დიდერიკი დააკავეს არასანქცირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.
გუშინ საღამოს სამართალდამცავებმა სახლებში მიაკითხეს იმ აქტივისტებს, ვინც გუშინდელ ღონისძიებაში მონაწილობას იღებდა.