თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 8 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის, დავით სარაჯიშვილის, ილია ვეკუას და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, გუდიაშვილის, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, დელისის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები