კორონავირუსი საქართველოში

გახარია: შეიძლება მწვანე ზონის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, არ არის ახლა მთავარი განმსაზღვრელი

დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად - სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიის ეტაპს ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე. მწვანე ზონის სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განმსამზღვრელი ჩვენთვის. ჩვენ შეიძლება მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ...

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ დისკომფორტსა და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და, რა თქმა უნდა, მესამე, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ ეს საარჩევნო პროცესი, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები პანდემიის პირობებში, საქართველოში.

ამბობს პრემიემრინისტრი გიორგი გახარია. დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 4 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.

კომენტარები