ბიძინა ივანიშვილი

გახარია იპოდრომზე: ბიძინა ივანიშვილის ხელწერაა, როგორ შეიძლება, პირადით ემსახურო საზოგადოს

უნდა აღვნიშნოთ ღვაწლი, ხელწერა, ბიძინა ივანიშვილის ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება, პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება, იზრუნო შენს ხალხზე. 

რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი. ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური პარკი, თბილისის ბოტანიკური პარკი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და, რა თქმა უდნა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი. ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა, შეიცავს ამ ქვეყნის მოქალქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას. 

ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რომელზეც, როგორც კახიმ ბრძანა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიძინა ივანიშვილს.

თქვა პრემიერმინისტრმა გახარიამ ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტერიტორია დედაქალაქს ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ "სრულიად უსასყიდლოდ" გადასცეს.

კომენტარები