მთავარი არხის სიუჟეტი

დეკანოზი ჯაღმაიძე: მოსკოვში არასდროს მიცხოვრია, არც სამართალდამცავებს ჰქონიათ შეკითხვები

მთავარ არხს, პირადად ჩემთვის, მის ეთერში გამოუყვია საკმაოდ დიდი დრო, ფაქტია, არ მოწონთ ჩემი საქმიანობა და არც მიკვირს, რადგან, რაღა დასამალია და არც მე მომდის თვალში მათი ტყუილები და არც ვმალავ ამას.

სიუჟეტი ჩვეულ სტილში გააკეთეს, სრული ცილისწამება და სიცრუეა ყოველი სიტყვა და როგორც სხვა დროს, არავითარი დასაბუთება:

აქ არ დავიწყებ ყველა აბსურდული წვრილმანის განმარტებას, მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, მოსკოვში არასდროს მიცხოვრია, სამართალდამცავებს არასდროს ჰქონიათ ჩემთან შეკითხვები, არც საქართველოში და არც პეტერბურგში, მეუფე შიო გავიცანი არა ბავშვობაში, არამედ თბილისში დაბრუნების შემდეგ, მხოლოდ 2009 წელს და სხვა ყველაფერიც შესაბამისად, ტყუილია ხსენებულ სიუჟეტში.

არსებობს ვერსია: მიზეზი, რატომაც მაინცდამაინც ეხლა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა შეუტიოს მთავარმა არხმა, შეიძლება, ეს დავით გარეჯის საკითხზე ჩემი კომენტარები იყოს. ეკლესიისათვის ეს საკითხი ზეპოლიტიკურია, მათთვის - პოლიტიკური. ასევე, შესაძლოა, შურისძიების მიზეზი ბოდბის მონასტერზე გაკეთებული მოდელირებული რეალობის მხილებაც იყოს, სადაც მონაზვნებს ასევე მკვლელობა დააბრალეს.

არაფერი პირადული, ეს არის დაპირისპირება და ბრძოლა ეკლესიასთან.

წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, დეკანოზი 8 წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და საქართველოში 2001 წელს დაბრუნდა.

კომენტარები