რიკ მორანისი

მსახიობ რიკ მორანისს გამვლელი თავს დაესხა

67 წლის ამერიკელი კომიკოსი რიკ მორანისი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ინციდენტი ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. 

უცნობმა გამვლელმა მსახიობს თავში მუშტი ჩაარტყა. მორანისი საავადმყოფოში თავის, ზურგისა და ბარძაყის დაზიანებებით მივიდა. 

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში თავდასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

მორანისს შურისმაძიებლების ვარსკვლავმა, კაპიტანი ამერიკის როლის შემსრულებელმა, კრის ევანსმა მხარი დაუჭირა.

"სისხლი მიდუღს. იპოვეთ დამნაშავე. ხელები შორს რიკ მორანისისგან". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

მორანისი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომიკოსი იყო. მას ნათამაშები აქვს როლები ფილმებში - Ghostbusters, Ghostbusters 2, Honey I Shrimp The Kids. 2000-იან წლებში, ცოლი გარდაცვალების შემდეგ მსახიობმა კარიერაზე უარი თქვა და მთელი ყურადღება შვილის აღზრდაზე გადაიტანა. 2020 წელს ცნობილი გახდა, რომ მორანისი Disney-ის ახალ პროექტში დაბრუნდება.

კომენტარები