No Time To Die

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის NO TIME TO DIE-ს გამოსვლა კიდევ გადაიდო

დენიელ ქრეიგი ჯეიმს ბონდის როლში.

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის No Time To Die-ს გამოსვლა 2021 წლის 2 აპრილამდე გადაიდო.

ფილმი თავდაპირველად 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო და ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის ნოემბრამდე გადაიდო. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ გამოსვლის თარიღმა კიდევ გადაიწია.

"ფილმი გადაიდო, რადგან ის მსოფლიოს გარშემო თეატრალურმა აუდიტორიამ ნახოს. გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს ფანებს იმედი გაუცრუვდებათ". – წერია განცხადებაში.

No Time To Die ბოლო სურათია, რომელშიც დენიელ კრეიგი ლეგენდარული აგენტის როლს შეასრულებს. 

ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - რამი მალეკი, ლეა სეიდუ, რალფ ფაინზი, ნაომი ჰარისი და სხვები.

კომენტარები