ახალი კორონავირუსი გერმანიაში

გერმანიაში ათასობით ადამიანი COVID-19-თან დაკავშირებულ შეზღუდვებს აპროტესტებს

Reuters

გერმანიაში, ქალაქ კონსტანცში ათასობით ადამიანმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქცია გამართა. 

საპროტესტო აქციის პარალელურად მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მხარდამჭერი კონტრაქცია გაიმართა.

პოლიციის ინფორმაციის თანახმად, ორივე აქციაში 10 500-11 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრაციები შაბათს დაიწყო და კვირას გაგრძელდა. აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობს.

​კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს თავდაპირველად აქციაზე 200 000 ადამიანის შეკრება და კონსტანცის ტბისთვის ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმა სურდათ. თუმცა აქციაზე გაცილებით ნაკლები ხალხი მივიდა. აქციაზე განსხვავებული საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების წევრები შეიკრიბნენ, სამოქალაქო აქტივისტები, ადამიანები რომლებიც ვაქცინებს ეწინააღმდეგებიან და უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფების წევრები, მათ შორის გერმანიის ნაციონალისტური პარტიის (AfD) წევრები.

სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გერმანია გაზაფხულზე COVID-19-ის პირველ ტალღას შედარებით წარმატებით გაუმკლავდა. თუმცა ბოლო პერიოდში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა და ხელისუფლება სხვადასხვა შეზღუდვის ხელახალ დაწესებას განიხილავს. შეზღუდვები არა მხოლოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეულ რიტმს შეუშლის ხელს, არამედ შესაძლოა ქვეყნაში გამოცოცხლებული ეკონომიკური აქტივობაც შეაფერხოს.

კომენტარები