ახალი კორონავირუსი გერმანიაში

გერმანიაში, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევები იზრდება

Getty Images

გერმანიაში, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევები იზრდება. რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, იმ პირთა რიცხვი, რომელიც იმ ადამიანისგან ინფიცირდება, ვისაც კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა, 1-ზე მეტია.

გერმანიის კანცლერის, აგელა მერკელის გადაწყვეტილებით, მაღაზიების გახსნა ნებადართულია, მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდებიან, ხოლო ბუნდესლიგა - გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი მომავალ შაბათ-კვირას გაიხსნება.

თუმცა, გერმანიაში ათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია მოაწყო და შეზღუდვების კიდევ უფრო მალე მოხსნა მოითხოვა.

გერმანიაში ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის 171 ათასზე მეტი ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7500-ზე მეტი დაიღუპა, 144-ზე მეტი - გამოჯანმრთელდა.

მერკელმა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება გერმანიის 16 რეგიონის მმართველთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო, თუმცა, მისივე განცხადებით, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება, თუ კორონავირუსი 100 000 მოქალაქიდან 50-ს ან მეტს დაუდასტურდება.

საპროტესტო აქციები შაბათს, 9 მაისს გერმანიის რამდენიმე ქალაქში - ბერლინში, ფრანკფურტში, მიუნხენსა და შტუდგარტში გაიმართა. მასში მათ შორის, ულტრამემარჯვენე ჯგუფები მონაწილეობდნენ, ასევე ისინი, ვისაც კონსპირაციების თეორიების სჯერათ. ბერლინში 30 დემონსტრანტი პოლიციამ დისტანციის დაუცველობისთვის დააკავა, თავის მხრივ, მათ სამართალდამცველებს ბოთლები ესროლეს.

კომენტარები