აჭარაში ოდნავ გამოჩნდა უკვე სტაბილიზაციის ელემენტი. ყველაზე კარგი გახლავთ ის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები იზრდება, შემთხვევების ზრდის ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვქონდა პირველ დღეებში, ეს პოზიტივია.
ამავე დროს, არავითარი პანიკა უკვე არ არის - მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მსუბუქი და უსიმპოტომო შემთხვევების სახლში მართვა მიმდინარეობს კარგად, პირველადი ჯანდაცვის ექიმები უვლიან ამ ადამიანებს, არის მათთან სატელეოფონო თუ პირადი კონტაქტი.





