კრიმინალი

მართვის მოწმობა, პირადობა, დიპლომი - საბუთების გაყალბებისთვის თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიები სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში დაამზადეს და 300 აშშ დოლარად გაყიდეს ავტომანქანის მართვის ყალბი ორი მოწმობა.

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო კომპიუტერული ტექნიკა, სპეციალური საბეჭდი მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა, თამბაქოს ნაწარმის ნიშანდებისათვის  განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები, სხვადასხვა პირის სახელზე დამზადებული მართვის და პირადობის მოწმობები, უნივერსიტეტის დიპლომი და სკოლის ატესტატი" - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები