დავით გარეჯი

პროკურატურა იძიებს შეთანხმდა თუ არა აზერბაიჯანთან საზღვარი საქართველოს საზიანოდ

www.facebook.com/საქართველოს-საპატრიარქო-ოფიციალური-გვერდი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას. 

საგამოძიებო უწყების მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები .  

პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი. აღნიშნულ საკითხზე არქიმანდრიტ კირიონის (ონიანი) დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

კომენტარები