საგანგებო: ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დაიწვა რამდენიმე მაღაზია და ხის მასალების სასაწყობე ფართი. 

"იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება." - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

კომენტარები