აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

https://tgme.org/

აზერბაიჯანის პრეზიდენტისб ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდება. 

საომარი მდგომარეობა გამოცხადდა სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც.  

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა დასახლებებზე ადგილობრივი დროით 08:10-ზე დაიწყო. სამინისტროს თქმით, მათ აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი დრონი ჩამოაგდეს და გაანადგურეს სამი ტანკი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ იწყებდა კონტრშეტევის ოპერაციას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აქტივობის შესაჩერებლად და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები