ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებმა მოკლეს სამხრეთ კორეის ოფიციალური პირი, გვამი დაწვეს

getty images

ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებმა ესროლეს სამხრეთ კორეის მეთევზეობის განყოფილების წარმომადგენელს და მოკლეს. ის მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიკარგა. შემდეგ მისი გვამი დაწვეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედროები ავრცელებენ. 

თუ რატომ ესროლეს 47 წლის მამაკაცს, ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, სამხრეთ კორეის სამხედროების თქმით, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები, როგორც ჩანს, კორონავირუსის საწინააღმდეგო წესებს მიჰყვებოდნენ. 

სამხრეთ კორეის მხარის განცხადებით, მამაკაცი საპატრულო ნავიდან გაუჩინარდა და მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეის წყლებში იპოვეს. 

21 სექტემბერს ის ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 10 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა, ინფეონგის კუნძულთან. მან ფეხსაცმელები ნავზე დატოვა. ვარაუდობენ, რომ ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. 

ჩრდილოეთ კორეის პატრულმა მამაკაცი ზღვაში 22 სექტემბერს შუადღით იპოვა. მას გაზის ნიღაბი გაუკეთეს და დაკითხვა მოუწყვეს. სამხრეთ კორეის განცხადებით, ბრძანების მიღების შემდეგ მას წყალში ესროლეს და მოკლეს. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯეი-ინის თქმით, მომხდარი შოკისმომგვრელი და მიუტევებელია

სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეას მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. 

სამხრეთ კორეა მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს. 

ეს 2008 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებმა სამხრეთ კორეის სამოქალაქო პირი მოკლეს. 2008 წელს ტურისტს ესროლეს. 

კომენტარები