თბილისის მერია

თბილისის მერია: 25-28 სექტემბერს 26 მაისის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

https://droa.ge/

თბილისის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის მოედანზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.

მერიის ინფორმაციით, პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით, ავტომობილებს გადაადგილება 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნის გავლით შეეძლებათ. სამოძრაო მიმართულება არ იცვლება, გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ გადაადგილებისას.

შესაძლებელი იქნება, ასევე, კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის მოედანზე მობრუნება და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება.

კომენტარები