თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, ევგენი ხარაძის, შეშელიძის, ხიზამბარელის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გოცირიძის და გორკის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, სიმონ ჩიქოვანის, დოლიძის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები