არჩენები 2020

კობახიძე: ბიძინამ კარგად იცის, რა არამზადა მეუფეები არიან სინოდში, მაგრამ კურთხევა სჭირდება

ქართულმა ოცნებამ დამალა, რომ თერჯოლაში მაჟორიტარის წარდგენაზე თერჯოლის მეუფე გიორგი შალამბერიძე მიიწვია. არც ოფიციალურ საიტზე, არც ფბ გვერდზე არ უდევს მეუფის ფოტოები. რატომ შერცხვა ოცნებას მიტროპოლიტის გამოჩენა?

თერჯოლაში რომ 11 წლის ბიჭი მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და წესს არ ავუგებო გაჰყვიროდა, სწორედ ეს მეუფე, გიორგი შალამბერიძე იყო. ეს არის ძველი კგბშნიკი, რომლის დოსიე ინტერნეტშიც დევს, მისი აგენტურული მეტსახელია "მუშკუდიანი". ბიძინამ ჩემზე კარგად იცის, რა არამზადა მეუფეებიც სხედან იმ უწმინდურ სინოდში, მაგრამ საქმეს სჭირდება მაგათი კურთხევები, ბობოლებისთვის ხომ ხალხი ბრიყვი და ბნელია, მხოლოდ საზარბაზნე ხორცია პოლიტიკური და სასულიერო ელიტებისათვის.

 

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები