რიჟვაძე: ადრე თუ გვქონდა 1 კოვიდკლინიკა, ახლა რვაა, გვყავს 1 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული

ადრე თუ გვქონდა ერთი კოვიდკლინიკა, ახლა რვა კოვიდკლინიკაა. ახლა გვყავს 1 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია და გესმით ალბათ, რამდენად შრომატევადია ამ ყველაფრის მართვა. ჩართული არიან ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია, რომ პაციენტების აქტიური მართვა შევძლოთ და ამის პარალელურად, უკონტროლო გავრცელება შევაჩეროთ. ჩვენი მიზანია, ჰოსპიტალურ სექტორში სრული წესრიგი გვქონდეს, ყველა იღებდეს დროულად სამედიცინო მომსახურებას და აღმოიფხვრას დაყოვნებები.

რაც შეეხება საწოლფონდებს, გასულ კვირაში უსწრაფესად იქნა 500-ზე მეტი საწოლფონდის ორგანიზება, რომელიც დღეს უფრო მეტად შევსებულია. ვინაიდან უსიმპტომო პაციენტებთან მიმართებაში იცით, რომ ახალი პროტოკოლი იძლევა იმის საშუალებას, რომ ისინი გადაყვანილები იყვნენ ე.წ. კოვიდ სასტუმროებში. ამიტომ, მუდმივი რეზერვი არსებობს და, რა თქმა უნდა, ველოდებით დასტაბილურებას, როგორც კი შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ვმართოთ ეს პროცესი.

ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა.

კომენტარები