ესპანეთში, შოტლანდიური კათოლიკური სკოლის ტერიტორიაზე უილიამ შექსპირისა და ჯონ ფლეტჩერის ერთობლივი პიესა The Two Noble Kinsmen იპოვეს.
აღმოჩენა ჯონ სტოუნს ეკუთვნის, რომელიც შოტლანდიელი ეკონომისტის ადამ სმიტის ნაშრომებს ეძებდა. მე-17 საუკუნეში მადრიდში მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი ლიტერატურის ნიმუშები ინახებოდა. 1634 წლით დათარიღებული წიგნი შექსპირის უძველესი გამოცემაა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.
The Two Noble Kinsmen შექსპირის უკანასკნელი პიესაა, დაწერიდან სამ წელიწადში უდიდესი დრამატურგი გარდაიცვალა.