უბედური შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში ორი მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

flickr

რკინიგზაზე მომუშავე ორი მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები