ენმ

ენმ: ქუთაისს უნდა მიენიჭოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსი

ენმ

"ქუთაისს უნდა მიენიჭოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსი" - ამის შესახებ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ ისაუბრეს. 

"ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და უნდა გაორმაგდეს ქალაქის ბიუჯეტი, ვინაიდან ეს ისტორიულ-კულტურული ქალაქი ამას იმსახურებს. ქუთაისს აუცილებლად დაუბრუნდება ის, რაც ქართულმა ოცნებამ წაართვა" - აღნიშნა ვაშაძემ. 

რომან გოცირიძის განცხადებით, "ქუთაისი უნდა გახდეს რეგიონის განვითარების სტიმული" და მას საპარლამენტო და ადმინისტრაციული ქალაქის სახელი უნდა მიენიჭოს.

პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის იანვრიდან დაბრუნდა.

კომენტარები