IRI-ს კვლევა

IRI: პანდემიის დაწყებიდან მოსახლეობის 64%-სთვის ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

საერთაშორისო რესპუბლ იკური ინსტიტუტი საქართველო აქვეყნებსახალ კვლევას, რომელიც 4-დან 21 აგვისტომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით გამოკითხეს 1 500 არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქე. ცდომილება დაახლოებით 2.5%-ია.

კითხვაზე, როგორ შეიცვალა მათ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ძალიან გაუარესდა, 39%-სთვის ნაწილობრივ გაუარესდა, 32% ამბობს, რომ იგივე დარჩა. 3%-სთვის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუმჯობესდა, ხოლოდ 1%-სთვის საგრძნობლად გაუმჯობესდა.

თბილისისთვის ეს მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა - 29%

ნაწილობრივ გაუარესდა - 36%

იგივე დარჩა - 29%

ნაწილობრივ გაუმჯობესდა - 5%

ძალიან გაუმჯობესდა - 1%

სხვა ქალაქებში მდგომარეობა ასეთია: ძალიან გაუარესდა - 26%, ნაწილობრივ გაუარესდა - 40%, იგივე დარჩა - 31%, ნაწილობრივ გაუმჯობესდა - 3%, ძალიან გაუმჯობესდა - 1%

სოფლებში - ძალიან გაუარესდა - 21%, ნაწილობრივ გაუარესდა - 41%, იგივე დარჩა - 35%, ნაწილობრივ გაუმჯობესდა - 2%

პროცენტების ჯამი, შესაძლოა, 100 არ იყოს, რადგან რიცხვები დამრგვალებულია.

კვლევის მიხედვით, მაშინ, როდესაც 2019 წლის ოქტომბერში გამოკითხულთა 17% ამბობდა, რომ მის ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო, 2020 წლის ივნისსა და აგვისტოში ეს მაჩვენებელი 22%-მდე გაიზარდა.

აგვისტოში გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური სიტუაცია ნაწილობრივ ცუდია, 39%-სთვის კი ნაწილობრივ კარგი. ძალიან კარგი ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახში აგვისტოს გამოკითხვის მიხედვით მხოლოდ 2%-ს აქვს.

კომენტარები