აშშ-საქართველო

აშშ-ს საელჩომ $506 000 გამოყო ჯვრის მონასტრის კონსერვაციისა და გამაგრებისთვის

https://it.usembassy.gov/our-relationship/dcm/_nik7874a/

აშშ-ს საელჩომ ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ეტაპისთვის $506 000 გამოყო. ამასთანა დაკვშირებით საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მონასტერში ჩავიდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კელი დეგნანის თქმით, აშშ-ს საელჩო ამაყობს ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის გამაგრების სამუშაოების დაფინანსებით ამაყობს. ელჩის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში კულტურის დაცვის ფონდმა 20 პროექტი დააფინანსა, რომლებზეც ორ მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი. 

"საქართველოში ეკლესიები და ისტორიული ძეგლები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ქვეყნის საზოგადოების ისტორიაში და ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია, რომ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დაცვისა და შენარჩუნების საქმეში". – ამბობს კელი დეგნანი. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა დაფინანსება აშშ-ს ელჩის მემკვიდრეობის ფონდისგან ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრებისთვის მიიღო.

ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზა აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა 2019 წელს, 100 000 დოლარით დააფინანსა. პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდა ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის განადგურების და დაზიანების დონის დადგენისა და გეგმის შემუშავების მიზნით. 

კომენტარები