კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: საგანგებო მდგომარეობა და სრული კარანტინი არ იგეგმება ბათუმშიც კი

კიდევ ერთხელ საზოგადოებას გვსურს ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, მათ შორის არ იგეგმება ამ ეტაპზე არც ბათუმში, ამიტომ, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად და წერტილოვნად, იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს, მაგალითად, ბათუმში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ისევე, როგორც შეზღუდვები დაწესებულია და ძალაშია სასწავლო პროცესთან მიმართებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ილაპარაკა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 144 - ბათუმში.

კომენტარები