Edison Research

Edison Research: გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს

ტაბულა

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 75% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს. 19% კი ამბობს, რომ "ალბათ მიიღებს".

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 3% არჩევნებში მონაწილეობას "ალბათ არ მიიღებს".

3% კი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს.

კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯამში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 94% აპირებს.

კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარდა. კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები