ჰალიცკი: საქართველოში ისევ ჰყავთ პოლიტპატიმრები, შეთანხმება არჩევნებამდე უნდა შესრულდეს

ბრმები არ ვართ. ვიცით, რა ხდება და ვხედავთ ფუნდამენტურ მოლოდინებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. საუბარია ქართველების მოლოდინებზე იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს. არსებობს შეთანხმება, რომელიც უნდა შესრულდეს. სამართლიანი არ იქნება, თუკი მას დაარღვევენ. საქართველოში ჯერ კიდევ ჰყავთ პოლიტპატიმრები, მეც მათ სიაში ვარ, ვინც მათ გათავისუფლებას ითხოვს. ევროპულ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ. მე მხარს ვუჭერ შეთანხმების ყველა პირობის შესრულებას არჩევნებამდე.

რა თქმა უნდა, არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. ჩვენს ინტერესშია, გვყავდეს ჩვენი წარმომადგენლობა. ამ არჩევნებზე ჩვენ არ ვიქნებით მოსამართლეები, ჩვენ უბრალოდ უნდა ვთქვათ "დიახ, ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფლად, დემოკრატიულად". ეს მთავრობის ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან მთავრობის პასუხისმგებლობაა, ყველას ელაპარაკოს. ის არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების პარტნიორი უნდა იყოს და მათგან დისტანცირებისგან თავი უნდა შეიკავოს. კარგი მთავრობა უსმენს თავის მოქალაქეებს

პოლონელი ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას ესაუბრა.

კომენტარები