NDI-ის კვლევა

ჩიხლაძე: NDI-ის კვლევა ადასტურებს, რომ მოქალაქე დგას არჩევანის წინაშე: მედიკამენტი თუ საჭმელი

NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დგას არჩევანის წინაშე: მედიკამენტი თუ საჭმელი. განსაკუთრებით კი პენსიონრები ვალით და სესხით ყიდულობენ მედიკამენტებს უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ზუსტად ამიტომ, ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელის გუნდმა და გიორგი ვაშაძემ ჯერ კიდევ შარშან შევიმუშავეთ და დეტალურად გავწერეთ მექანიზმი და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაიაფდეს მედიკამენტები, როგორ გავხადოთ ის უფრო ხელმისაწვდომი, როგორ მოხდეს პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და შესაბამისი მკურნალობა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვით, როგორ უნდა გაკონტროლდეს უხარისხო წამლების შემოდინება ქართულ ბაზარზე. ამ 1 წლის განმავლობაში რამდენჯერმე წარმოვადგინეთ აღნიშნული გეგმა, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე პირველი ნოემბრიდან დავიწყებთ.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე NDI-ის კვლევას ეხმაურება.

კომენტარები