აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ერთ თანამშრომელს COVID–19 დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ავრცელებს.
"აჭარაში დაახლოებით 22 უცნობი შემთხვევაა, პირველწყარო არ ჩანს ჯერჯერობით, ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციაში". – თქვა რუსუდან შავიშვილმა
12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 075 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 363 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



