აშშ-ში წყვილი Covid-19-ისგან თითქმის ერთდროულად, ხელჩაკიდებული გარდაიცვალა

Mirror.co.uk

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში წყვილი, Covid-19-ისგან თითქმის ერთდროულად, ხელჩაკიდებული გარდაიცვალა

67 წლის ჯონი ლი ფიფლსი და მისი ცოლი, 65 წლის ქეითი დარლინ ფიფლსიკორონავირუსთან ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ 2 სექტემბერს სოლსბერის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

წყვილის ვაჟის, შეინ ფიფლსის თქმით, ამ დღეს სამედიცინო ცენტრის პერსონალმა ისინი ერთ ოთახში გადაიყვანა, რათა წყვილი ერთმანეთს დამშვიდობებოდა.

"ყველაფერი უბრალოდ გაუარესდა. მომდევნო დღეს კი ისინი ერთ ოთახში გადაიყვანეს, მათ ხელები ჩაჰკიდეს ერთმანეთს, ექთნები მათ გარშემო შემოიკრიბნენ და ისინი ოთხი წუთის დაშორებით გარდაიცვალნენ".

წყვილმა ერთად 50 წელი გაატარა, ისინი 48 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. 

"ძირითადად ჰქონდათ სიცხე და გემოს შეგრძნების გაქრობა. მამას სიმპტომები ორი დღის შემდეგ გამოუვლინდა. ორი კვირის შემდეგ ორივენი საავადმყოფოში გადაიყვანეს," - თქვა შეინმა მშობლებს სიმპტომების შესახებ.

შეინმა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით მკითხველებს მოუწოდა, რომ ვირუსს სერიოზულად შეხედონ, ხელები დაიბანონ, სოციალური დისტანცია დაიცვან და პირბადე ატარონ - "ეს არ არის ხუმრობა და ჭორი. უბრალოდ არ მინდა, რომ ვინმეს კიდევ ეტკინოს. არ მინდა, რომ ვინმემ იგრძნოს ის დარდი, რასაც ვგრძნობ".

კომენტარები