ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 2 პირს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ორ პირს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 11 სექტემბერს გამოცხადდა. 

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, ერთს 4 წლით, ხოლო მეორეს 5 წლით პატიმრობა შეეფარდათ. 

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს მძიმედ დაჭრეს. მას თბილისში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. 

კომენტარები