კორონავირუსი საქართველოში

87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმშია, 24 ქუთაისში, 5 აჭარაში მოგზაურობის ისტორიით

საქართველოში ბოლო 24 საათში აღრიცხული Covid-19-ის 87 შემთხვევიდან 29 ბათუმში დადასტურდა, 24 ქუთაისის სკოლასთანაა დაკავშირებული და 5 აჭარაში მოგზაურობის ისტორიით. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე ილაპარაკა. 

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, 12 ინფიცირებული უკვე დადასტურებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანია, 4 სხვა ქვეყნიდან შემოტანილი შემთხვევაა (აქედან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია) და სამიც მედიცინის მუშაკი. ამ დრომდე არ არის ცნობილი 10 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო და სადიაგნოსტიკო კვლევა ახლაც მიმდინარეობს. 

ბოლო 24 საათში აღრიცხული 87 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები