დემნა გვასალია

რას უსმენს დემნა გვასალია? - დიზაინერმა თავისი პლეილისტი გამოაქვეყნა

W Magazine

Balenciaga-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დემნა გვასალიამ 176 სიმღერისგან შემდგარი პლეილისტი გამოაქვეყნა.

"ეს ჩემი მუსიკის ჩამონათვალია. ამიტომ დავარქვი მას - გამარჯობა, მე მქვია დემნა". - თქვა გვასალიამ.

პლეილისტი სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქების სიმღერებისაგან შედგება, მაგალითად, მრავლადაა მერლინ მენსონი, რედიოჰედი და რამშტაინი, იქვე გადააწყდებით ალა პუგაჩოვას, ადრიანო ჩელენტანოსა და ნიაზ დაისამაძეს.

პლეილისტი Balenciaga-მ  გამოაქვეყნა. ამიერიდან, მოდის სახლის სახელით არტისტები საყვარელი სიმღერების ჩამონათვალს გაასაჯაროებენ.

ნახეთ პლეილისტი აქ.

კომენტარები