ლარის კურსი

$40 მლნ-ის გაყიდვის მიუხედავად, ლარი დოლართან 0.14 თეთრით, ევროსთან - 2.59 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

სავალუტო რეზერვებიდან 40 მლნ დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა - დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.59 თეთრით.

10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.0989 ლარია, 1 ევროსი - 3.6679 ლარი. საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც გაუფასურდა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის, სანავთობო ბაზარზე შექმნილი კრიზისის და ლარის დასუსტების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა წელს 250 მილიონი დოლარი გაყიდა, აქედან 40 მლნ - დღეს, 10 სექტემბერს.

კომენტარები