კორონავირუსი საქართველოში

თბილისის მიკროავტობუსი: არ იმგზავროთ ფეხზე მდგარმა, მგზავრობისას გამოიყენეთ პირბადე

თბილისის მიკროავტობუსი

კომპანია თბილისის მიკროავტობუსი მგზავრებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით არ იმგზავრონ ფეხზე მდგომებმა და სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენონ პირბადე. 

მათი თქმით, ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება. მათივე ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც ტრანსპორტში წესრიგს არ დაიცავს, ხაზიდან მოიხსნება. 

"უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით. თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყოველდღიურად ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დედაქალაქში დღის განმავლობაში, გადის დეზინფექციას და, ასევე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დახმარებით დასაქმებული მძღოლები გადიან ტესტირებას Covid19-ზე.

თბილისის მიკროავტობუსი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები. "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს". - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები