აშშ - ერაყი

აშშ ერაყში სამხედროების რაოდენობას ოფიციალურად ამცირებს

Reuters

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სექტემბერში ერაყში ამერიკული სამხედროების რაოდენობა 5 200-იდან 3000-მდე შემცირდება. გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ივნისში აშშ-მ და ერაყმა დაადასტურეს, რომ ერაყში აშშ-ს სამხედრო ნაწილების რაოდენობის შემცირება იგეგმებოდა.

ივლისში Reuters-ი წერდა, რომ აშშ-ში ერაყში სამხედრო ნაწილების რაოდენობის შემცირებას გეგმავდა.

აშშ-ს ერაყში სამხედრო ნაწილების სამხედრო მილიტარისტული დაჯგუფება, ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად ჰყავს წარგზავნილი. აშშ-ს ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული კოალიციის განცხადებით, ერაყის სამხედრო ნაწილებს უკვე შეუძლიათ ქვეყანაში შემორჩენილ, ე.წ ისლამურ სახელმწიფოს ძალებთან დამოუკიდებლად გამკლავება.

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამების გაფართოებას, რომლებიც ერაყის ძალებს ეხმარება და საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ჩვენი გავლენა ერაყში". – განაცხადა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალმა ფრენკ მაკკეზიმ ერაყში ვიზიტისას.

ერაყში აშშ-ს სამხედრო ნაწილების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას დონალდ ტრამპიც გააკეთებს.

2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ნაწილების რაოდენობის შემცირებას. ჯერჯერობით აშშ-ს სამხედროები ავღანეთში, ერაყში და სირიაში შემცირებული რაოდენობით რჩებიან.

გასულ თვეს ერაყის პრემიერმინისტრთან შეხვედრისას ტრამპმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ ერაყიდან აშშ-ს სამხედროებს გაიყვანდა.

ქვეყნიდან უცხოური სამხედრო ძალების გაყვანას ერაყის პარლამენტმაც დაუჭირა მხარი.

კომენტარები