ზაზა გახელაძე

"დამიკოცნე, უთხარი, მამიკოს უყვარხართ-თქო" – ზაზა გახელაძის წერილი ოჯახს

ზაზა გახელაძის წერილი
მთავარი არხი

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულმა ზაზა გახელაძემ დაკავებიდან 2 თვის თავზე ოჯახისთვის პირველი წერილის გაგზავნა მოახერხა. ზაზა გახელაძე ცხინვალის იზოლატორში წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს და წერილიც ოჯახს თავად ჩაუტანეს. 

"როგორ ხართ, ირმა? ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე, უთხარი, მამიკოს უყვარხართ-თქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან? ყველა მომიკითხე. ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მოკითხვა ყველას, მე ჯერ ვერ მომირჩა [ფეხი], მალე მორჩება, ალბათ. გავივლი ღმერთის წყალობით. ყველაფერი კარგად იქნება. 

ანანო, მიყვარხარ. 

მარია, მიყვარხარ.

ირმას". – წერია წერილში. 

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 26 ივლისს ზაზა გახელაძე საავადმყოფოდან იზოლატორში გადაიყვანეს

კომენტარები