ზებუნებრივი

ძმები ვინჩესტერების მანქანა ზებუნებრივიდან ჯენსენ ეკლსს დარჩება

Pinterest

სერიალი ზებუნებრივი დასასრულს უახლოვდება. უკანასკნელი, მეთხუთმეტე სეზონი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

ერთ-ერთ ინტერვიუში, დინ ვინჩესტერის როლის შემსრულებელმა, ჯენსენ ეკლსმა აღნიშნა, რომ გადაღებების დასრულების შემდეგ მანქანა მის საკუთრებაში გადავა.

"ამ მანქანას გადაღებების პირველივე დღიდან დავადგი თვალი და აუცილებლად წავიღებ, როგორც კი სერიალი დასრულდება. არ იდარდოთ, ეს ქურდობა არ არის, ყველაფერი შეთანხმებულია". – ამბობს მსახიობი.

კინორეკვიზიტი, რომელიც სულ მალე მსახიობის ხელში გადავა 1967 წელს გამოშვებული Chevrolet Impala არის.

კომენტარები