ნორვეგიაში ახალი, რიგით მეშვიდე შეუსრულებელი მისიის გადაღებები განახლდა.
ქსელში გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გამოჩნდა.
პირველ ფოტოზე ტომ კრუზი გიგანტურ ტრამპლინზე დგას, რომელზეც 58 წლის მსახიობი დუბლიორის დახმარების გარეშე ტრიუკს შეასრულებს.
პროექტის რეჟისორი კრისტოფერ მაკკუორი ერთდროულად ფრენჩაიზის მეშვიდე და მერვე ნაწილებს იღებს.