კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში, ხოფის ბაზრობის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზია

ბათუმში, ე.წ ხოფის ბაზრობის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

"დღეს ბაზრობა ისვენებს, დაკეტილია, ხვალიდან მოხდება თანამშრომლების ტესტირება, ამას გიდასტურებთ". – თქვა გამყრელიძემ.

დღეს, 7 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 20 აჭარაში დადასტურდა.

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები