კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ბათუმის ჩაკეტვა არ განიხილება

ქართული ოცნება

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ბათუმის ჩაკეტვას, კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, არ განიხილავს. 

"არ განიხილება, ბათუმი არ ჩაიკეტება". – ამბობს პრემიერი. 

ბათუმში, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება აღირიცხება. 

ინფიცირების შემთხვევები ბათუმში ერთერთ საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება

დღეს, 7 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 20 აჭარაში დადასტურდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 6 - საკონდიტრო "დონას" უკავშირდება, 8-ს კი აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

დონას ერთერთი თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ ცნობილი 1 სექტემბერს გახდა. მოგვიანებით ახალი კორონავირუსი საკონდიტრო დონას კიდევ ერთ თანამშრომელს და ასევე, მეპატრონესაც დაუდასტურდა. ამ დროისთვის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ფილიალი დაკეტილია, თანამშრომლები კი კარანტინში არიან გადაყვანილები. 

კომენტარები