მატრიცა 4

ჰიუგო უივინგი ახალ მატრიცაში არ ითამაშებს

GamesRadar

ავსტრალიელი მსახიობი, ჰიუგო უივინგი მატრიცის მეოთხე ნაწილში არ ითამაშებს.

"გასული წლის დასაწყისში ლანა ვაჩოვსკი დამიკავშირდა. სცენარი კიანუ რივზთან და კერი ენ-მოსთან ერთად წავიკითხე. მაგრამ ბოლო მომენტში ლანამ მოლაპარაკებები დაასრულა. ცოტათი გული დამწყდა ბერლინში გადასაღებ მოედანზე რომ არ ვარ, კიანუ და კერი ჩემი მეგობრები არიან, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს". – ამბობს უივინგი.

უივინგმა მატრიცის ტრილოგიაში მთავარი ბოროტმოქმედის, აგენტი სმიტის როლი შეასრულა. ვაჩოვსკებთან მან კიდევ ორ პროექტში - V For Vendetta-სა და Cloud Atlas-ში მიიღო მონაწილეობა.

 

კომენტარები