ტაიფუნი ჰაიშენი

ტაიფუნ ჰაიშენის გამო სამხრეთ კორეაში 1000-მდე ადამიანის ევაკუირება მოხდა

ტაიფუნმა ჰაიშენიმ სამხრეთ კორეის სანაპირომდე ჩააღწია. ძლიერი შტორმი იაპონიის შემდეგ სამხრეთ კორეას დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე 126 კმ/სთ-ს აღწევს. ტაიფუნი ქალაქ ულსანისკენ მიემართება. ძლიერი ქარის გამო ელექტრომომარაგება შეუწყდა 5000-მდე ოჯახს. ევაკუირებულია 1000-მდე ადამიანი. ათ სხვადასხვა აეროპორტში გაუქმდა 300-ზე მეტი ფრენა. აიკრძალა შესვლა რამდენიმე ეროვნულ პარკში და გაუქმდა მატარებლების რეისები.

იაპონიაში ტაიფუნ ჰაიშენის გამო კიუშიუს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში 440 000-მდე სახლს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება. დაშავდა 32 ადამიანი. ევაკუაციის ბრძანება ორ მილიონამდე ადამიანზე გაიცა.

რეგიონს უკვე გადაურა ერთმა ტაიფუნმა. ტაიფუნი მაიასაკი იაპონიის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაძირა. გემს ახალი ზელანდიიდან ჩინეთში 6 000 სული საქონელი გადაჰყავდა. გემზე ეკიპაჟის 43 წევრიც იმყოფებოდა. 3 მათგანი გადარჩენა მოხერხდა. ტაიფუნ ჰაიშენის გამო სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია.

სამხრეთ კორეაში ტაიფუნ მაიასაკის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა ათასობით ადამიანს. დაიტბორა სამხრეთ სანაპიროს ნაწილი.

ტაიფუნმა მაიასაკმა ჩრდილოეთ კორეამდე მიაღწია და ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია.

კომენტარები