ავტოსაგზაო შემთხვევა

ახალციხეში 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ახალციხის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის, გიორგი არაბიძის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

"აქვს პოლიტრავმული დაზიანებები, ქალა-ფუძის მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა. ამ ეტაპისთვის პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე". – თქვა ექიმმა და აღნიშნა, რომ "დიდი ალბათობა არსებობს, გართულდეს პაციენტის მდგომარეობა".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები