გორი

გორში ავტოავარიას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორში ავტოავარიას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, ავტომანქანის მძღოლი ხეს შეეჯახა. პირი, სავარაუდოდ, საჭესთან ნასვამი იჯდა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მძღოლის შვილი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე ვადით.

კომენტარები