ტაიფუნი იაპონიაში

იაპონიაში ტაიფუნის მოახლოების გამო 200 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა

იაპონიაში ტაიფუნის მოახლოების გამო 200 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. დაიხურა ქარხნები, სკოლები და ბიზნესები. შეჩერდა ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლა.

ტაიფუნი ჰაიშენი კიუშიუს გადაუვლის და 7 აგვისტოს სამხრეთ კორეამდე მიაღწევს, სადაც შესაბამისი გაფრთხილება უკვე გამოცემულია.

კორონავირუსის გამო ევაკუირებულთა ნაწილმა სკოლებში მოწყობილ თავშესაფრებში წასვლაზე უარი თქვა და სანაცვლოდ თავს ადგილობრივ სასტუმროებში აფარებენ.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი. ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევს.

ამ ტერიტორიას უკვე გადაუარა ერთმა ტაიფუნმა, რომელმაც იაპონიის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაძირა. გემს ახალი ზელანდიიდან ჩინეთში 6 000 სული საქონელი გადაჰყავდა. გემზე ეკიპაჟის 43 წევრიც იმყოფებოდა. 3 მათგანი გადარჩენა მოხერხდა. ტაიფუნ ჰაიშენის გამო სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია.

ტაიფუნმა მაისაკმა ჩრდილოეთ კორეამდე მიაღწია და ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა სამხრეთ კორეის სანაპიროს ნაწილიც. ტაიფუნ ჰაიშენის შემთხვევაშიც, სამხრეთ კორეაში ელიან, რომ ძლიერი წვიმა კვლავ წყალდიდობას გამოიწვევს.

კომენტარები